Saturday, July 5, 2014

1.პროექტის სახელწოდება”შორია გზა აფხაზეთამდე”


2.პროექტის მთავარი თემა:
  ა) დევნილობა  და დევნილობის გამომწვევი მიზეზები
  ბ)დევნილი ადამიანების განცდები
  
3.პროექტის აქტუალობა:


დევნილი ბავშვების ცხოვრების გაცნობა, მათი სევდა,ცხოვრების სიძნელეებთან შეჭიდება და მომავლის იმედი.


.
4 პროექტის მიზნები: გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება, ინტერვიუს აღება დევნილი ბავშვებისგან, გამოკითხვების ჩატარება, სტატიისა და ჩანახატების მომზადება, მისწავლეთა შემოქმედებითი საპრეზენტაციო უნარების განვითრება


5 მონაწილეთა ასაკი: XI კლასი  


6 ვადები, ხანგძლივობა: 1 თვე.


7 მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმას: ნაბეჭდი ჟურნალი, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, ინტერვიუები


8 პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, მარკერები, კალმები, ფანქრები.


9 პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივოვები):
აქტ.1  მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებით აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება.
აქტ.3. ჯგუფების შექმნა და ფუნქციების განაწილება.
აქტ.4. მუშაობის დაწყება.
            კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.
            პირველი ჯგუფი მუშაობს თემაზე ,,დევნილები და დევნილობის გამომწვევ            მიზეზებზე” მოძიებული მასალების მიხედვით აკეთებენ პრეზენტაციას.
             მეორე ჯგუფი: ,,საკუთარი კუთხიდან გადმოხვეწილ ადამიანთა განცდები და პრობლემები” აკეთებენ ჩანახატებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
             მესამე ჯგუფი: იღებენ ინტერვიუს დევნილი ბავშვებისაგან, ( როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან) აკეთებენ ჟურნალს.
 აქტ.5. შესრულებული სამუშაოს შეფასება და აუდიტორიისათვის გაცნობა.
 აქტ.6. პროექტის შეფასება
10 საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
  ქართ.  XI.1.მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით
  ქართ.   XI.2.მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და შეფასება
   
  ქართ.XI.3. მოიწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს  საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გამაძლიერებელი საშუალებები.    
     
    ქართ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციების სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის დროს.
     
პროექტის ხელმძღვანელი:  ნანა მურადაშვილი
   


  12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: nanamuradashvili@gmail.com
     
   13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment